Traslate in english (summary) by Irakli Jinojlava
Address to the Holy Synod of the Orthodox Autocephalous Church of Georgia by Edisher Tchelidze (Prof. Dr. Dr., Head of the Department of Patristic and Dogmatic at the Theological Academy of Tbilisi) After the criticism of the advance documents for the upcoming Holy and Great Council of the Orthodox Church, at the end of the letter were written: “We regard the Orthodox Autocephalous Church of Georgia (her Synod and clerics) has power to carry the role of New-Constantinople, prepare truly new and great Local Council in Mtskheta. It means to arrange the representative Local Council, where will participate all deserving figures of the Orthodox Church from other countries and regions.” P.S. This reckless idea cannot be only from him. I have known this information since 3-4 months. (unfortunately, I could not translate whole letter.) The Synod was today (25.05.16). There letter dated on 15.05.16.
„მ ი მ ა რ თ ვ ა
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდს
შვილური მორჩილებითა და კეთილკრძალულებით შევუვრდები თქვენს წმინდა შეკრებას და მოგახსენებთ შემდეგს:
"სრულიად-მართლმადიდებლური საეკლესიო კრების" გამართვასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში აღძრული მღელვარებანი მართლმადიდებელი ეკლესიის არცერთ წევრს არ გვტოვებს გულგრილად. ღვთის მადლით, მომეცა შესაძლებლობა დავსწრებოდი თქვენს - საქართველოს ეკლესიის მღვდელთმთავართა - რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას და მონაწილეობა მიმეღო იმ დოკუმენტების განხილვაში, რაც ზემოხსენებულმა საეკლესიო კრებამ უნდა დაამტკიცოს. ჩვენ ერთობლივად მუხლ-მუხლად შევისწავლეთ არსებული მასალები და, მოგეხსენებათ, ყველა ჩვენგანისთვის (ყოველ შემთხვევაში, დამსწრეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის) სრულიად თვალსაჩინო გახდა ის ვითარება, რომ განზარახულება "დიდი და წმინდა კრებისა" (როგორადაც იგი აღნიშნულ მასალებშია უკვე წოდებული) დიდად შორდება მართლმადიდებელი ეკლესიის შვიდი მსოფლიო კრების საკრებო სულს და არსს. ეს ნიშნავს, რომ თვით მიზანდასახულობაშივე სახეზეა არა მხოლოდ გამოთქმითი (გნებავთ ტერმინოლოგიური), არამედ საკუთრივ არსობრივი გამიჯნულობა ხსენებულ მსოფლიო კრებათა ღმრთივსულიერი დოგმატურ-კანონიკური სწავლებებისგან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მოკლე მიმართვაში არ შევუდგებით აღნიშნული შეფასების დასაბუთებას, ვინაიდან თქვენთვის ყოველივე ზედმიწევნით ცნობილია (მისასალმებელია, რომ ზემოაღნიშნული მუხლობრივი განხილვები შესაბამისი დოკუმენტებისა წერილობით არის ფიქსირებული ოქმის სახით და თავის დროზე გასაჯაროვდება), ხაზს გავუსვამთ მხოლოდ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან ისტორიულ და სულიერ რეალობას:
როდესაც ხილულ და უხილავ ქმნილებას მაცხოვნებელი მადლი გაეცხადა და თვით ბუნებითმა ღმერთმა, მაცხოვარმა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ სათნო-იჩინა განკაცება ადამიანთა გამოსახსნელად, იგი - კაცქმნილი უფალი - იერუსალიმში ჯვარს აცვეს და მოაკვდინეს, თუმცა ამ ღვთისმკვლელობას არ თანაზიარებია ძველი აღთქმის ეკლესიის ის განშტოება მცხეთაში, რომელიც უბიწოდ იმარხავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. სწორედ მცხეთაში განიჭვრიტა პირველად ჯვარცმული იესოს ბუნებითი ღმერთობა, მცხეთაშივე აღსრულდა პირველად ჭეშმარიტი სულიერი და ხორციელი თანამარტვილობა მასთან, ჯვარცმულ უფალთან, წმინდა სიდონიას ღმრთივგანბრძნობილი დედის მიერ, რომლის ხსენებაც ღვთის მადლით წელს პირველად დაწესდა უფლის ჯვარცმის დღეს, დიდ პარასკევს. მცხეთის ძველი აღთქმის ეკლესიის ამგვარმა ღვთისრჩეულობამ ანუ ზეპურობამ მცხეთა გამოაჩინა ახალ და ჭეშმარიტ იერუსალიმად, რაც ნიშნავს, რომ ქართლმა თვით უფლის განხორციელების დასაბამშივე იტვირთა ეკლესიური საყოველთაოობა ანუ იმჟამინდელი ახალ-იერუსალიმობა, და ამ მიზეზით ღირს-იქმნა უდიდესი სიწმიდის, უფლის ზეით-უკერველი კვართის წილხვედრობისა, ხოლო თავად კვართ-წილხვედრებული ქართლი გახდა წილხვედრი უფლის დედისა.
შემდგომად ჟამთა, მწვალებლობათა მძვინვარებაში, განსაკუთრებით კი მონოთელიტობისა და მას უშუალოდ მოდევნებული ხატმებრძოლობის სულისწარმწყმედ წყვდიადში, ერთადერთი კვლავაც მცხეთა გამოჩნდა როგორც ახოვანი ებგურ-გუშაგი ჭეშმარიტებისა, რაც ისტორიულად დადასტურდა იმ უეჭველ ფაქტში, რომ მთელი სამართლმადიდებლოს მოვლის შემდეგ იოანე გუთელი "მცხეთას იკურთხა ეპისკოპოსად". ამგვარი ეკლესიური საყოველთაოობის მეორედ განმკუთვნელი მცხეთა გამოირჩა როგორც რომისგან, ისევე იმჟამინდელი ახალი რომისგან ანუ კონსტანტინოპოლისგან და ამიტომ ეწოდა მოგვიანებით ქართლის მეწინამძღვრე ეკლესიას - გელათს 'ახალი რომი" ("ახალო რომო, შენთვის თქვეს, რომო უფროს იქმნესო მყოფთა ყოველთა" - შავთელი), ანუ ნათელია, რომ შესაბამის ვითარებაში ქართლის ეკლესიამ იტვირთა ახალ-რომობა.
აღნიშნული წმინდა ტრადიციის საფუძველზე, ვფიქრობთ, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, მის სინოდს და კლიროსს, შესწევეს ძალა დღეს იტვირთოს ახალ-კონსტანტინოპოლობა და მოამზადოს ჭეშმარიტად ახალი და დიდი ადგილობრივი კრება მცხეთაში ანუ გამართოს წარმომადგენლობითი ადგილობრივი კრება, რომელსაც დაესწრება მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ღირსეული მოღვაწე სხვადასხვა ქვეყნიდან და რეგიონიდან.
სავსებით შესაძლებელია ამგვარი კრება გაიმართოს შემოდგომაზე.
კვლავაც უაღრესი მოკრძალებითა და შევრდომილობით
ედიშერ ჭელიძე
თბილისის სასულიერო აკადემიის
პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე
თბილისი
15.05.2016
ვიტოვებთ აღნიშნული მიმართვის გასაჯაროების უფლებას.“
პ.ს. წერილი მოწოდებულია ანონიმური წყაროს მიერ.